დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

წესები და პირობები

წესები და პირობები

divider

ზოგადი განმარტებები

 

ჩვენ - იგლუსიხმება კომპანია Emocia Handmade Jewelry

მომხმარებელი/მომხმარებლები -  კომპანია Emocia Handmade Jewelry-ის მომხმარებლები, რომლებიც ჩვენს ნივთებს იძენენ.

 

მომსახურება / მომხმარებელზე ზრუნვა

 

ჩვენი ბრენდისთვის, მომხმარებელი არის ყოველთვის უმაღლეს საფეხურზე, შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანია არა მხოლოდ კმაყოფილი არამედ, ბედნიერი მომხარებლები, რომლებიც პირველი შეძენის შემდეგ, არაერთხელ გვიბრუნდებიან.

თუ მომხმარებელს გაუჩნდა უკმაყოფილება, რომელიმე საკითხთან დაკავშირებით, არასდროს ვეძებთ დამნაშავეს! გადავდივართ საკითხის მყისიერ მოგვარებაზე და არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ აღნიშნული შემთხვევა გადაწყდეს მომხმარებლის სასიკეთოდ, (იშვიათი გამონაკლისის გარდა), მიუხედავად იმისა, რომ ამ გარემოების გამო, ჩვენს კომპანიას შესაძლოა, დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწიოს.

პასუხისი გაცემა ხდება მოწერიდან რამდენიმე წუთში, არაუგვიანეს 2 საათის განმავლობაში.

ყოველთვის ვცდილობთ, რომ მათ მოლოდინებსა და იმედებს გადავაჭარბოთ. ამას ვახერხებთ სასიამოვნო კომინიკაციით, ოპერატიულობითა და პროდუქციის მაღალი ხარისხით.

ჩვენთვის ყველაზე მთავარი, საუკეთესო ემოციების გადაცემაა და მხოლოდ ამის შემდგომ, ნაკეთობების რეალიზაცია.

 

პროდუქტის მოვლის წესი

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქცია არის უმაღლესი ხარისხის, არაა სასურველი მათი ძირს დაცემა ან ნივთებზე მძიმე საგნების დალაგება. ასევე გაწელვა და წყალთან ხშირი კონტაქტი.

 

შეფუთვა

 

თითოეულ შენაძენს საჩუქრად ახლავს ბრენდული შეფუთვა, მუყაოს სასაჩუქრე ჩანთა და პასპორტი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, სადაც ნივთების შექმნის ისტორია და სხვა საინტერესო ცნობები წერია.

 

ჩვენი პასუხისმგებლობა

 

ჩვენს გვერდებზე გამოყენებული ფოტო-ვიდეო მასალა და ტექსტი, არ შეიცავს არასწრულწლოვანთა ან ორსულთათვის  საზიანო ინფორმაციას.

ჩვენს პლატფორმებზე გამოყენებული ყველა ფოტო, რომელზეც გამოსახულია პიროვნება, შეთანხმებულია მფლობელებთან, ან აღებულია საჯაროდ გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან.

კომპანია პასუხისმგებელია, ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე. თუ რომელიმე ტექსტის აუთენტურობაში შესაძლებელია ეჭვის შეტანა, მოდავე ვალდებულია, წარმოადგინოს სანდო წყაროებიდან აღებული მტკიცებულება, როემლიც დაასაბუთებს ჩვენს ცდომილებას.

 

ნივთის გაცვლა

 

ჩვენ მიერ გაგზავნილი ნივთები, წინასწარ გადის დეტალურ შემოწმებას და მომხმარებელთან მიდის უმაღლესი ხარისხით და უზადო. ჩვენს ყველა პლატფორმაზე გვაქვს თითოეული პროდუქტის დეტალური აღწერა და ფოტოები, ხვადასხვა რაკურსით და განათბით, რაც უადვილებს მომხმარებელს აარჩიოს და დეტალურად დაათვალიეროს სასურველი ნივთი. თუ მომხმარებელმა შეიცვალა აზრი და სურს სხვა ფერის ან დიზაინის პროდუქტი, 3 კალენდარული დღის განმავლობაში, შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება და გადაცვალოს იგივე ფასიან ან უფრო ძვირად ღირებულ, მისთვის სასურველ დიზაინში, შესაბამისი განსხვავების დამატებით.

 

ნივთის დაზიანება

 

თუ ჩვენ მიერ გაგზავნილი და სათანადოდ შეფუთული ნივთის დაზიანება მაინც მოხდა გადამზიდი კომპანიის მიერ, Emocia გამოთვქმს კეთილ ნებას, რომ მოხდეს შეფუთვის განახლება მოხმარებლისთვის. გაცვლის დროისა და ლოკაციის დაზუსტება/შეთანხმება ხდება ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე, წინასწარი კომუნიკაციის შედეგად.

თუ ნივთის დაზიანება მოხდა უშალოდ მომხარებლის მიერ, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, (ეს არ ეხება ძლიერ დაზიანებას, როდესაც ნივთი განადგურებულია), შევეცდებით გავუცვალოთ ახალში ან შევუკეთოთ.

 

ფოტოები

 

ჩვენს პლატფორმებზე  განთავსებული ფოტოები გადაღებულია პროფესიონალურ დონეზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  სხვადასხვა ხელსაწყოს ეკრანიდან (მობილური ტელეფონი, პადი, ლეპტოპი, პერსონალური კომპიუტერი და სხვ.) შესაძლოა, ფერები სხვადასხვაგვარად იყოს აღქმული. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პროდუქციის ხარისხი მაქსიმალურად ახლო რაკურსით წარმოვაჩინოთ. ამ საკითხში კი, ვეყრდნობით ჩვენი ძვირფასი მომხმარებლების გამოცდილებას, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ნაკეთობები სინამდვილეში ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე ეს ფოტოებზე ჩანს.

 

ჩვენს პოლიტიკას ეწინააღმდეგება!

 

აკრძალულია ნაკეთობების დიზაინის, კონცეფციის, იდეის,  შეფუთვის სტილის, ტექსტებისა და ფოტოების კოპირება ან მიმსგავსება. თითოეული ნაკეთობა საავტოროა და შეიცავს დიდ ფიზიკურ და ინტელექტუალურ რესურსს.

აკრძალულია ჩვენთან შეძენილ ნივთებზე კომპანიის ლოგოტიპის მოხსნა ან სხვა ბრენდის სახელით გადაყიდვა მესამე ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე.

აკრძალულია, ჩვენი ნივთების ან მათი ფოტოების Emocia-ს ნებართვის გარეშე განთავსება სხვადასხვა ფიზიკურ თუ ონლაინ მაღაზიაში, ასევე სოციალურ ქსელებში.

 

კომპანიის უფლებები

 

მიუხედავად მომხარებლის უდიდესი პატივისცემისა, კომპანია იტოვებს უფლებას, რომ არ გაუწიოს მომსახურება, დაბლოკოს უხამსი და მიუღებელი კომენტარები და მათი ავტორები, რომელიც სხვა პირებს ან Emocia-ს ღირსებას შეურაცჰყოფს.

 

კომპანიის მისია

 

Emocia Handmade Jewelry -ის მისიაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გადავცეთ დადებითი ემოცია. ჩვენი მთავარი მიზანია ბევრი ბედნიერი მომხმარებელი, რომლებიც სიამაყით ატარებენ ჩვენს ნაკეთობებს და ჩვენთან განცდილ საუკეთესო გამოცდილებას, ბევრ მეგობარს უზიარებენ..

ჩვენი მისიაა: მრავალწლიანი, პარტნიორული ურთიერთობა ჩვენს მოხმარებელთან, იგივე ხარისხისა და განწყობის შენარჩუნებით, რის გამოც გამოგვარჩიეს სხვებში და გვენდნენ.

ჩვენი მომხმარებლების ნდობა და ემოცია უმთვრესია! 

 

სავაჭრო ნიშანი

Emocia -ს სავაჭრო ნიშანი დარეგისტრიებული და დაცულია საქპატენტის მიერ!

 

კონტაქტი 

 

ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია ყველა საკომუნიკაციო არხით, როგორიცაა მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, Face Book მესინჯერი, Instagram, WatsApp, Viber, ვებ გვერდი. ყველა საკონაქტო ინფორმაცია საჯაროა და განთავსებულია ჩვენს პლატფორმებზე, ასევე გუგლის საძიებო სისტემაში.

 

საუკეთესო ემოციებით,

Emocia-ს გუნდი.

კონტაქტი